პასუხები კითხვებზე

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები და პასუხები

  • იმისათვის, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე შექმნათ თქვენი ანგარიში, სასურველი პროდუქცია მოათავსოთ საყიდლების ან სურვილების კალათაში, საჭიროა გაიაროთ მარტივი – პირველი დონის რეგისტრაცია.
  • იმისათვის, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე შეიძინოთ პროდუქცია და ისარგებლოთ მიწოდების მომსახურებით, საჭიროა გაიაროთ სრულყოფილი რეგისტრაცია და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი.
  • იმისათვის, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე შეიძინოთ პროდუქცია და ისარგებლოთ მიწოდების მომსახურებით, საჭიროა გაიაროთ სრულყოფილი რეგისტრაცია და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი. ამისათვის გადადით ლინკზე: ჩემი გვერდი.
  • პროდუქციის შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. შესაძლებელია, როგორც საბანკო გადარიცხვა, ისე VISA და MASTERCARD-ის ბარათებით ანგარიშსწორება.
  • ბარათებით ანგარიშსწორება ხდება პროდუქციის შეძენისთანავე, ხოლო საბანკო გადარიცხვის სურვილის შემთხვევაში ითხოვთ ინვოისს, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
  • თანხის გადახდისთანავე პროდუქცია ითვლება შეძენილად და იგი გადაეცემა საკურიერო სამსახურს შემდგომი მოქმედებისთვის, რის შესახებაც თქვენ მოგივათ ცნობა შეტყობინების სახით.
  • მიწოდება ხდება სხვადასხვა პერიოდისა და სატარიფო პირობების მიხედვით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
  • მიწოდების პირობების არჩევა შეგიძლიათ ყოველი თქვენს მიერ შენაძენის განხორციელების მომენტში.
  • მიწოდება ხდება თბილისსა და მის შემოგარენში მისამართების მიხედვით, ხოლო რეგიონებში მხოლოდ ხელმისაწვდომი ქალაქის კონკრეტულ ადგილზე, რომელიც განისაზღვრება წინასწარ.
  • შეძენილი პროდუქციის ჩაბარება ხდება მხოლოდ სრულწლოვანი პიროვნებისთვის, რომელსაც ხელთ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
  • პროდუქციის მიმღები პირი ხელს აწერს კურიერის მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე.
  • მიღება-ჩაბარების დოკუმენტის ხელმოწერისთანავე პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და შეკვეთა შესრულებულად. რის შემდეგაც პრეტენზიები არ მიიღება.
  • იმ პროდუქციებს, რომლებსაც არ მოყვებათ ქარხნული გარანტია, მათზე ნებისმიერი სახის პრეტენზიები მიიღება მხოლოდ მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაფორმებამდე. შესაბამისად მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეფასება უნდა მოხდეს დროულად, კურიერის მიერ აღნიშნული პროდუქტის მიწოდებისთანავე.
  • მომხმარებლის მიერ შემჩნეული უზუსტობა თუ პროდუქტზე აღნიშნული დაზიანება უნდა დაფიქსირდეს კურიერის თანდასწრებით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
  • იმ პროდუქტებს, რომლებსაც მოყვებათ ქარხნული გარანტია მათი გაფორმება ხდება რეგისტრირებული მომხმარებლის სახელზე, მის მიერ შევსებული მონაცემების მიხედვით. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შეძენის დღიდან მისი ქარხნული საგარანტიო ვადის ამოწურვამდე. (საგარანტიო პირობები იხილეთ პროდუქციის აღწერილობაში).

შეძენილი პროდუქტის უკან დაბრუნება ხდება მხოლოდ ორი მიზეზით, რაც მდგომარეობს შემდეგში:

  1. მოწოდებული (მისამართზე ჩაბარებული) პროდუქტი თუ არ შეესაბამება თქვენს მიერ შეძენილ პროდუქტს.
  2. მოწოდებული (მისამართზე ჩაბარებული) პროდუქტი თუ დაზიანებულია, უვარგისია გამოყენებისთვის, ან გასული აქვს მოხმარებისა თუ ექსპლოატაციის ვადა.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების დადგომის შემთხვევაში ხდება:

  1. არასწორად მოწოდებული პროდუქტის გადაცვლა შეძენილ პროდუქტში, ან შესაბამისი ღირებულების სხვა პროდუქტში.
  2. დაზიანებული, უვარგისი ან მოხმარებისა და ექსპლოატაციის ვადაგასული პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა ვარგისიან პროდუქტში.
Scroll To Top
Close
Close
მაღაზია
0 კალათა
Close

ჩემი კალათა

კალათა ცარიელია

ყიდვის გაგრძელება