როგორ შევიძინო?

რეგისტრაცია

  • იმისათვის, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე შექმნათ თქვენი ანგარიში, სასურველი პროდუქცია მოათავსოთ საყიდლების ან სურვილების კალათაში, საჭიროა გაიაროთ მარტივი – პირველი დონის რეგისტრაცია.
  • იმისათვის, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე შეიძინოთ პროდუქცია და ისარგებლოთ მიწოდების მომსახურებით, საჭიროა გაიაროთ სრულყოფილი რეგისტრაცია და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი.

შეძენა

  • პროდუქციის შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. შესაძლებელია, როგორც საბანკო გადარიცხვა, ისე VISA და MASTERCARD-ის ბარათებით ანგარიშსწორება.
  • ბარათებით ანგარიშსწორება ხდება პროდუქციის შეძენისთანავე, ხოლო საბანკო გადარიცხვის სურვილის შემთხვევაში ითხოვთ ინვოისს, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. (გაითვალისწინეთ, რომ საბანკო ჩარიცხვის შემთხვევაში პროდუქტი შეძენილად არ ითვლება მანამ, სანამ თანხა არ დაფიქსირდება მაღაზიის საბანკო ანგარიშზე. თანხის ანგარიშზე ჩარიცხვამდე მაღაზია პასუხისმგებლობას იხსნის პროდუქტის მარაგების არსებობაზე).
  • თანხის ანგარიშზე დაფიქსირებისთანავე პროდუქცია ითვლება შეძენილად და იგი გადაეცემა საკურიერო სამსახურს შემდგომი მოქმედებისთვის, რის შესახებაც თქვენ მოგივათ ცნობა შეტყობინების სახით.

მიწოდება

  • მიწოდება ხდება სხვადასხვა პერიოდისა და სატარიფო პირობების მიხედვით, რომლის გამოთვლაც ხდება ყიდვამდე ერთი საფეხურით ადრე.
  • მიწოდების პირობების არჩევა შეგიძლიათ ყოველი თქვენს მიერ შენაძენის განხორციელების მომენტში.
  • მიწოდება ხდება თბილისსა და მის შემოგარენში მისამართების მიხედვით, ხოლო რეგიონებში მხოლოდ ხელმისაწვდომი ქალაქის კონკრეტულ ადგილზე, რომელიც განისაზღვრება წინასწარ.
  • შეძენილი პროდუქციის ჩაბარება ხდება მხოლოდ სრულწლოვანი პიროვნებისთვის, რომელსაც ხელთ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
  • პროდუქციის მიმღები პირი ხელს აწერს კურიერის მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე.
  • მიღება-ჩაბარების დოკუმენტის ხელმოწერისთანავე პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და შეკვეთა შესრულებულად. რის შემდეგაც პრეტენზიები არ მიიღება.

გარანტია

  • იმ პროდუქციებს, რომლებსაც არ მოყვებათ ქარხნული გარანტია, მათზე ნებისმიერი სახის პრეტენზიები მიიღება მხოლოდ მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაფორმებამდე. შესაბამისად მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეფასება უნდა მოხდეს დროულად, კურიერის მიერ აღნიშნული პროდუქტის მიწოდებისთანავე.
  • მომხმარებლის მიერ შემჩნეული უზუსტობა თუ პროდუქტზე აღნიშნული დაზიანება უნდა დაფიქსირდეს კურიერის თანდასწრებით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
  • იმ პროდუქტებს, რომლებსაც მოყვებათ ქარხნული გარანტია მათი გაფორმება ხდება რეგისტრირებული მომხმარებლის სახელზე, მის მიერ შევსებული მონაცემების მიხედვით. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შეძენის დღიდან მისი ქარხნული საგარანტიო ვადის ამოწურვამდე. (საგარანტიო პირობები იხილეთ პროდუქციის აღწერილობაში).
Scroll To Top
Close
Close
მაღაზია
0 კალათა
Close

ჩემი კალათა

კალათა ცარიელია

ყიდვის გაგრძელება